მთავარისიახლეებიკულტურააძიქვა - ოჩამჩირეში, აძიკვა - თეთრიწყაროში

აძიქვა – ოჩამჩირეში, აძიკვა – თეთრიწყაროში

Published on

აძიკვის წმინდა გიორგის ეკლესიას და სამაროვანს ძეგლის სტატუსი მიენიჭება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტომ აძიკვის წმ. გიორგის ეკლესიის და სამაროვნისთვის უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო პროცედურები დაიწყო. 2018 წლიდან კი კომპლექსის კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
 
აფხაზეთიდან დევნილებს აქ ნახსენები აძიკვა ( აძიქვა) უსათუოდ აღუძრავს ასოციაციას მდინარესთან, რომელიც მთებიდან მოედინება და ოჩამჩირეში ერთვის შავ ზღვას
 
 
თუმცა კი მის გასწვრივ ასეთი სალოცავი და სამაროვანი არ არის დაფიქსირებული.  აძიკვის წმ. გიორგის ეკლესია, რომელზეც საუბარია,  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოხნარში მდებარეობს და აფხაზეთის აძიქვასთან მხოლოდ სახელი აკავშირებს. ამ თანხვედრის ამბავი აფხაზი მეცნიერებისთვის ვიწრო წრისთვისაც არის ცნობილი, მაგრამ  ამას სათავისოდ შექმნილი თეორიით  ხსნიან.
 
  აფხაზი ისტორიკოსი სიმონ აშხაწავა  1924 წელს ჩატარებული აფხაზური მხარეთმცოდნეობის სიმპოზიუმზე წარდგენილ  მოხსენებაში გოხნარის აძიკვასაც იხსენიებს იმის დასტურად, რომ აფხაზების სახელმწიფოს ზეგავლენა არათუ დასავლეთს, მთელ აღმოსავლეთ საქარველოსა და სომხეთზეც კი ვრცელდებოდა და ამით ხსნის თანხვედრას ტოპონიმებს შორის, აღარაფერს ვამბობთ აჭარაზე, აწყურზე, სუფსაზე და სხვ, რომელთაც იგი ექსკლუზიურად აფხაზურ ენას უკავშირებს და აბსოლუტურ იგნორირებას უწევს მეგრულ ენას, რაშიც ქართველი მეცნიერების მიერ ამ საკითხის მიჩქმალვაც უწყობს ხელს, რომ არაფერი ვთქვათ ნიკო მარზე, რომელმაც  ქართველ კოლეგებზე განაწყენების შემდეგ უკან წაიღო თავისი ადრეული დასკვნები და  პირი სომხების, ჩერქეზებისა და აფხაზებისკენ იბრუნა. სწორედ ნიკო მარსა და პეტრე უსლარს ეყრდნობა აშხაწავა თავის ,,შორს მიმავალ'' დასკვნებში 
 
მაგრამ დავუბრუნდეთ გოხნარის აძიქვას. ეს არის     XI საუკუნის დარბაზული ეკლესია, რომელიც პირველ რიგში  საინტერესოა ქტიტორთა ბარელიეფით და ძველი ქართული წარწერებით, რომელთაგან ერთი ყვება ვარაზბაკურ თორელის მიერ ტაძრისთვის სოფლის შეწირვის ამბავს. მეორე წარწერა კი ქტიტორთა გამოსახულებებს ახლავს თან და მათ ვინაობას განმარტავს: შოთა, გამრეკელი, ბეშქენი და ვარაზბაკური. წარწერები XII ს. პირველი ნახევრით თარიღდება.
 
 
განსაკუთრებით გამორჩეულია ტაძრის ეზოში განთავსებული ამავე პერიოდის სამაროვანი, რომელიც ერთდროულადაა გამართული. სამარხის ქვების დამუშავების ერთგვარობა და გამოსახულებათა შინაარსი: მშვილდი, ისრები, კაპარჭი, ხმლის რამდენიმე სახეობა, ფარები, შუბები, ოროლი, ხელცული, ნაჯახი, შურდული, ასევე კომბალი, კავი კი იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს ბრძოლაში დაღუპულ გმირთა საძმო სასაფლაოსთან. ამ მხრივ, აძიკვის სამაროვანს საქართველოში ანალოგი თითქმის არ მოეძებნება.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...