მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ამირან - დევნი შეიბნენ..''- ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს ემუქრება

,,ამირან – დევნი შეიბნენ..”- ნინო ბურჯანაძე ბიძინა ივანიშვილს ემუქრება

Published on

„არ შეგარჩენთ ბატონო ბიძინა ხმების ქურდობას. ჯერ არავის გასვლია ვინც მე დამტაკებია. გაიხსენეთ ვინ სად არის. ვერ ეღირსებით, მე პოლიტიკიდან არ წავალ“, – ეს განცხადება ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
 
„მე ზუსტად ვიცოდი, რა დავალება ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და რა არის მისი სურვილი, რომ მე გავქრე პოლიტიკური არენიდან ჩემს თანაგუნდელებთან და 100 ათასობით ადამიანთან ერთად, პოლიტიკური არენიდან, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერენ. ვერ ეღირსებით, მე არ წავალ პოლიტიკიდან, ვიდრე არ მოვაშორებ თქვენი სახით პრობლემას და თავის ტკივილს საქართველოს, პოლიტიკურად, რა თქმა უნდა,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
 
ბურჯანაძის თქმით, მას აქვს დოკუმენტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ მის პარტიას ხმები მოპარეს. მისი თქმით, მას ხმები  ივანიშვილის დავალებით მოპარეს,  რის გამოც, ის აუცილებლად აგებს პასუხს. 
 
„დღეს ჩვენ გვაქვს ხელთ დოკუმენტები, რომელიც მაძლევს საფუძველს ვთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქურდი. კარგად დაიმახსოვრეთ, რაც გითხარით. არ გაპატიებთ: არ შეგარჩენთ. ადრე თუ გვიან, თქვენც გაგცემთ პასუხს და არ გაპატიებთ ხმების ქურდობას.''- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 
 
ნინო ბურჯანაძის თქმით, საბოლოო ოქმებში შედეგები საარჩევნო უბნების გადათვლის გარეშე ჩაასწორეს. 
 
 
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....