საქართველოს პრეზიდენტის, უკრაინის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილი გარემოცვის სამი წევრი გაიტაცეს, სცემეს და საქართველოში გააგზავნეს
,,ირკვევა, რომ ჩემი მეგობარი, დონბასის ომის გმირი დავით მაყიშვილი, ჩემი ყოფილი მძღოლი მიხეილ აბზიანიძე და საქართველოში ჩემი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი ქუჩაში გაიტაცეს, სცემეს და საქართველოში გააგზავნეს, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ეს ამბავი გუშინ მოხდა.
„ჩემი მეგობარი, ქართული არმიის პოლკოვნიკი და უკრაინის აღმოსავლეთში ომის აქტიური მონაწილე, უკრაინის ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორი დავით მაყიშვილი კავშირზე არ გამოდის.
საკუთარი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა ჩემი ყოფილი მძღოლი მიხეილ აბზიანიძეც. მას სახლში უკრაინელი მეუღლე და ქალიშვილი ელოდებიან.
8 შეიარაღებულმა პირმა ქუჩაში საქართველოში ჩემი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი დააკავა.
პეტრო პოროშენკოს პირადი ბრძანებით ისინი ქუჩაში დააკავეს, სცემეს და სპეციალური რეისით, უკრაინის ეროვნული გვარდიის თვითმფრინავით, თავზე ტომარაჩამოცმულები გააგზავნეს.
შსს-მ და უკრაინის უშიშროების სამსახურმა ასეთი უკანონობის შესრულებაზე უარი თქვეს და პრეზიდენტმა პოროშენკომ ეს უკანონო ოპერაცია მის დაქვემდებარებაში მყოფი ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელს მისცა“, – წერს სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.