მთავარისიახლეებიმსოფლიოპრეზიდენტი ტრამპი მზად არის გრიფი ,,საიდუმლო'' მოხსნას ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებულ ...

პრეზიდენტი ტრამპი მზად არის გრიფი ,,საიდუმლო” მოხსნას ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის ქვეყნის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობის საქმეზე მასალები გაასაჯაროვოს, – ამის შესახებ მან თავის ტვიტერზე დაწერა..
 
„დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მე, როგორც პრეზიდენტი მზად ვარ, ჯონ ფიტცჯერალდ კენედის მკვლელობის საქმეზე საიდუმლო მასალების გასაჯაროების ნებართვა გავცე“, – წერს ტრამპი.
 
საიდუმლო მასალები, რომლებშიც ძირითადად გამოძიების ფედერალური ბიუროს და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დოკუმენტაცია შედის, 1992 წელს ცალკე არქივში შეიტანეს და 25 წლის მანძილზე, მიმდინარე წლის 26 ოქტომბრამდე  გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო.
ადრე მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავისი წყაროებზე დაყრდნობით უწყებოდა, რომ ტრამპს შესაძლოა დაებლოკა ამ მასალების გამოქვეყნება, რამდენადაც მას ეწინაღმდეგებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო იმ მოტივით, რომ მათი გასაჯაროება ზიანს მიაყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას. 
საუბარია ეროვნულ არქივში დაცულ  351 ათას მკაცრად გასაიდუმლოებულ დოკუმენტზე და დაახლოებით 30 ათას ფურცელზე, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ არის გასაჯაროებული. გრიფი საიდუმლო ყველა ამ დოკუმენტს დაედო პრეზიდენტ ჯორჯ ბუში – უფროსის განკკარგულებით, 1992 წელს. 
შეგახსენებთ, აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს ქალაქ დალასში მოკლეს.

სიახლეები

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...

14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 თებერვალს...

ფიშერი- პაპუაშვილი 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, მეტი კომენტარი არ მაქვს

მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში...