მთავარისიახლეებირუსეთიდან დევნილ ბლოგერს საქართველოში არ უშვებენ - ინსა ოგუზი რამდენიმე დღეა ლარსზე...

რუსეთიდან დევნილ ბლოგერს საქართველოში არ უშვებენ – ინსა ოგუზი რამდენიმე დღეა ლარსზე ჰყავთ გაჩერებული

Published on

რუსეთიდან დევნილ ბლოგერს საქართველოში არ უშვებენ. რამდენიმე დღეა ინსა ოგუზი ლარსის გამშვებ პუნქტზე, ნეიტრალურ ზონაში რჩება. რუსი ბლოგერისთვის უარის მიზეზები არ განუმარტავთ, ის ამბობს, რომ რუსეთიდან პუტინის რეჟიმს გამოექცა და მისი უკან დაბრუნება სასიკვდილო განაჩენი იქნება.

ცოტა ხნის წინ მასზე განცხადება ფონდ “თავისუფალი რუსეთის” ხელმძღვანელმა, იგორ კუროპტევმა გააკეთა. მან კონფერენცია, რომელსაც ელჩები და რუსი ოპოზიციონერები ესწრებიან, სწორედ ამ თემით გახსნა.

“ინსა ოგუზი, რომელიც შიდა პატიმრობიდან გამოიქცა და რუსეთის საზღვარი გადმოკვეთა საქართველოში არ შემოუშვეს, უკვე მეხუთე დღეა ის ფაქტობრივად ქუჩაში ცხოვრობს საქართველოს საზღვარზე, მას არ აქვს საკვები და სასმელი. მივმართეთ საგარეო უწყებას, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. გუშინ მასთან ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენელიც იყო ჩასული, თუმცა შეხვედრა ვერ შედგა.

თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა იყოს, მაშინ გაუგებარია, რატომ ექცევა საქართველოს ხელისუფლება ასე იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულ რეჟიმს გამოექცნენ”, – თქვა მან.

მისივე თქმით, ბლოგერი თავის რეგიონში მაღალჩინოსნებთან დაკავშიებულ საქმეებს იძიებს, რის გამოც მას ახლა ტერორისტებთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს და დაპატიმრებას უპირებენ.

“ინსა საქართველო-რუსეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფება. მესაზღვრეებმა მას საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარი უთხრეს, უკვე 5 დღეა ადგილზეა, ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებიათ. მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, დავწერეთ განცხადება, რომ მისთვის თავშესაფარი მიეცათ, თუმცა, ჯერ-ჯერობით არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ეს საერთაშორისო ნორმების დარღვევაა. ჩვენ განცხადება დავწერეთ, თუმცა შესაბამისი ზომები არ განხორციელებულა”, – ამბობს ადვოკატი, დიმიტრი ზახვატოვი.

ოპოზიციური არხის “დოჟდის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე ამბობს, რომ იგივე პრობლემა საზღვარზე მის ჟურნალისტებსაც ექმნებათ. კოტრიკაძის თქმით, ეს სიგნალია ოპოზიციური ჟურნალისტებისთვის, რომ საქართველოს არ სურს ისინი აქ იყვნენ.

ცნობისთვის, 2021 წელს ბლოგერი რუსეთმა ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა.

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...