მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნაციონალური მოძრაობა'' არჩევნებში, როგორც მინიმუმ, ორას დარღვევაზე საუბრობს, ,,ქართულ ოცნებაში'' ამ დარღვევებს...

,,ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში, როგორც მინიმუმ, ორას დარღვევაზე საუბრობს, ,,ქართულ ოცნებაში” ამ დარღვევებს ვერ ხედავენ

Published on

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით არჩევნები  მძიმე დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.
 
„ჩვენი პარტიის მიერ შეტანილია მხოლოდ თბილისში 100-ზე მეტი საჩივარი. საქართველოს მასშტაბით შეტანილია 200 საჩივარზე მეტი და საჩივრების რაოდენობა მატულობს ყოველწუთიერად,“-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
 
მისივე თქმით მთავარი დარღვევა ამ ეტაპისთვის არის ის, რომ „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები დგანან რეგისტრატორის მაგიდის უკან და აღრიცხავენ ამომრჩეველს.
 
მისივე თქმით უკვე ერთი საათია ამ ფაქტებზე მიმდინარეობს საუბარი, თუმცა ცესკო-ს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს მივიდეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და მოითხოვონ პასუხი.
 
გარდა ამისა, კიდევ ერთი მთავარ პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა ეს არის მიწერების საკითხი, როდესაც ამა თუ იმ მისამართზე არიან ჩაწერილი ისეთი ადამიანები, რომელსაც მესაკუთრეები საერთოდ არ იცნობენ.
 
სხვა მოსაზრება აქვს  "ქართული ოცნების"თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს არჩილ თალაკვაძეს:
ჯერჯერობით დარღვევებთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებულად საინტერესო მონაცემები – განაცხადა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე 
 
"08:00 საათიდან პრაქტიკულად ყველა უბანი გახსნილია. ჩვენი მხარდამჭერები აქტიურობენ. პირველი შეხედვითაც ჩანს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა საარჩევნო პროცესი კარგად ყოფილიყო ორგანიზებული. უკვე დღის განმავლობაში ჩვენ გვექნება განახლებული მონაცემები, რომელსაც საზოგადოებას გავუზიარებთ", – განაცხადა თალაკვაძემ.
 
"ჩვენს ინტერესებში არასდროს და არც ახლა არ შედის ამომრჩევლებზე ზეწოლა, რაიმე ტიპის მანიპულაცია ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი მხარდაჭერა, შესაბამისად, ჩვენი ერთადერთი მიზანია, რომ ეს მხარდაჭერა საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდეს", – განაცხადა თალაკვაძემ.
 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...