მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევებში გერმანელი სპეციალისტი ერთვება

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევებში გერმანელი სპეციალისტი ერთვება

Published on

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო გამოკვლევებში უცხოელი სპეციალისტი ერთვება – ცენტრ “ემპათიას” მოწვევით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გერმანელი ექიმი, ზოგადი ქირურგი შეისწავლის.

“ემპათიაში” ამბობენ, რომ გერმანიაში მომუშავე სპეციალისტს დიდი გამოცდილება აქვს შიმშლობისა და შიმშილობის შემდეგ კვების დაწყების მიმართულებით. ალტერნატიული კონსილიუმის წევრმა მედიკოსებმა უცხოელ კოლეგას კვლევების ნაწილი უკვე გადაუგზავნეს.

“დოკუმენტაციის განხილვისა და პაციენტის გასინჯვის შემდეგ, გამოიკვეთა ზოგიერთი ექსპერტის დამატების საჭიროება და მათ შორის, უცხოეთში კონსულტაციები. ველოდებით პასუხებს, ინფორმაციას, რომელიც ჩამოგვივა. მკურნალობის პროცესი გრძელდება, ანალიზების რაოდენობა მატულობს. გასაანალიზებელია თითქმის ნახევარი წლის მასალა”,- ამბობს ნევროლოგი, ოთარ თოიძე.

ცენტრ “ემპათიას” მორიგი ვიზიტი კლინიკა “ვივა მედში” დღეს, 14:00 საათზე იგეგმება. დღეს გაფართოებული ფორმატით მოხდება კვლევების ჩატარება. ექიმთა ჯგუფს დაემატება ნეიროქირურგი, გელა მენთეშაშვილი. ის დიდი ალბათობით, თავისა და ზურგის ტვინის დაზიანებას გამოიკვლევს და მესამე პრეზიდენტს ნევროლოგიური კუთხით შეამოწმებს.

გრძელდება სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა და ექსპერტიზის საბოლოო დოკუმენტის შემუშავება.

“ვეცდებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს საექსპერტო დასკვნა, რადგან რაც უფრო მეტად ვსწავლობთ საკითხს, მით უფრო იკვეთება, რომ აქ არის აუცილებელი სერიოზული მიდგომა და შესაბამისი მკურნალობა, დიაგნოსტიკა და რეაბილიტაცია, რაც სამწუხაროდ, 7 თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება”- თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილს ექიმების გარდა, კლინიკაში ოპოზიციონერი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე მოინახულებს.

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...