მთავარისიახლეებიბორჯომში გაფიცული თანამშრომლები დღეს აქციას მთავრობის კანცელარიასთან გამართავენ

ბორჯომში გაფიცული თანამშრომლები დღეს აქციას მთავრობის კანცელარიასთან გამართავენ

Published on

ბორჯომის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება – დღეს გაფიცული თანამშრომლები, თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან გადმოინაცვლებენ.

პროცესში მედიაციის როლს ჯანდაცვის სამინისტრო ასრულებს, თუმცა როგორც პროფკავშირების თავმჯდომარე აღნიშნავს, ამ დრომდე თანამშრომლობას შედეგი არ ჰქონია.

“გაფიცვის მე-14 დღეა, ჯანდაცვის მინისტროს მიერ ხელმეორედ ჩაინიშნა მედიაციის პროცესი, თუმცა აქამდე არაფერი არ არის მიღწეული. მიუხედავად დაპირებისა, რომ 2 თვის ნამუშევარ ხელფასს აირებდნენ დასაქმებულები, არაფერი აუღიათ ამ დრომდე. ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ როცა 2 თვის განმავლობაში დასაქმებულებს ხელფასი არ აუღიათ, მიიღონ ზომები და იქნება მიმართვაც” ,- ამბობს გიორგი დიასამიძე.

გაფიცულების მოთხოვნები უცვლელია, ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, ხელფასების მომატებასა და ადეკვატურ სამუშაო პირობებს ითხოვენ.

სიახლეები

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...

პირი საკუთარ სახლში ბრენდული სასმელების ფალსიფიცირებას ახდენდა

თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს....