მთავარისიახლეებიქართული ოცნება უნდა იქნას იძულებული, რომ ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტი დაიცვას -...

ქართული ოცნება უნდა იქნას იძულებული, რომ ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტი დაიცვას – ადვოკატი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

Published on

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის შეფასებით, ევროპარლამენტმა გუშინ მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღო, რომელსაც ისინი ყველა დონის სასამართლოში გამოიყენებენ.

“მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენლის პირადი მტერი. ვფიქრობ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დარჩეს თავისუფლებააღკვეთილი. მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება უნდა იქნას იძულებული, რომ ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტი დაიცვას და ვგულისხმობ, რომ მათზე უნდა განხორციელდეს როგორც საერთაშორისო წნეხი, ასევე ქართველმა საზოგადოებამ დაანახოს ნათლად მთავრობას, რომ მათი არჩევანი არ არის მკვლელობა და პოლიტიკური შურისძიება” ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ. ის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო ინიცირებული. რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.

რეზოლუციაში შევიდა შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოწოდებას ეხება.

ევროპარლამენტარები “ოცნების” ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით პატიმრობიდან გაათავისუფლოს რათა მან საზღვარგარეთ მკურნალობა გაიაროს.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...