მთავარისიახლეებიმსოფლიოსად რა ხდება უკრაინის ფრონტების ძირითად მიმართულებებზე - ომის 107-ე დღე

სად რა ხდება უკრაინის ფრონტების ძირითად მიმართულებებზე – ომის 107-ე დღე

Published on

დნეპრის ოლქი:
ღამის განმავლობაში რუსეთმა რამდენჯერმე დაბომბა დნეპრის ოლქის დასახლებები, მსხვერპლი არ არის.
რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს კრივოი როგის რაიონს, ზელენოდოლსკში არის ნგრევის შემთხვევები, დაიჭრა 41 წლის ქალი. შიროკოვოსა და აპოსტოლის მხარეებში არავინ დაზარალებულა.
ლუგანსკის ოლქი
ამ რეგიონში სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. ოკუპანტებმა სევეროდონეცკის ერთერთი სიმბოლო – ყინულის სასახლე გაანადგურეს. ასევე, ჭურვი მოხვდა ამიაკის ცისტერნას ქარხანა “აზოტში”.
სევეროდონეცკი
ქალაქში შეტაკებები გრძელდება, ისევე როგორც დასახლებულ პუნქტებში პოპასნაიასა და გორნიში.
ოკუპანტები ცდილობდნენ შტურმის განხორციელებას პოჩეჩნისა და ნიკოლაევკის მიმართულებით. უკრაინელთა მხრიდან წერტილოვანი დარტყმების შემდეგ ისინი უკუიქცნენ. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.
ხარკოვის ოლქი
სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა, 15-მა ჭრილობები მიიღო.
დონეცკის ოლქი
9 ივნისს ოკუპანტებმა მოკლეს სამი მშვიდობიანი ადგილობრივი: ორი ავდეევკაში, ერთი კი – ნოვოუკრაინკაში.
ამ დრომდე ვერ ხერხდება დაღუპულთა ზუსტი რიცხვის დადგენა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში. ამავე დროს, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ დასახლებების: ბახმუტის, კალინოვოს, პერვომაისკოეს, ხრომოვოსა და ნიკოლსკოეს დაბომბვას.
ხერსონის ოლქი
უკრაინელთა წარმატებული კონტრშეტრევების შედეგად ქალაქამდე სულ ცოტა (15-20 კმ) მანძილია დარჩენილი. რუსი ოკუპანტები დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ. ხერსონის ოლქში ძალიან ბევრი დანაღმული სახლი, ქუჩა და ხიდია.
ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ოკუპანტთა აგრესიის შედეგად 754 ბავშვი დაზარალდა. აქედან 263 დაიღუპა, 490-ზე მეტმა კი სხვადასხვა დაზიანებები მიიღო.

სიახლეები

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...

ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაასანქცირა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური...

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი – Су-57 ჩამოვარდა

მოსკოვის ოლქში რუსული გამანადგურებელი - Су-57 ჩამოვარდა - ინფორმაციას გამოცემა Nexta ავრცელებს და წერს,...

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...