მთავარისიახლეებიმარიუპოლი ქოლერას ეპიდემიის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა - ბრიტანეთის დაზვერვა

მარიუპოლი ქოლერას ეპიდემიის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა – ბრიტანეთის დაზვერვა

Published on

ბრიტანეთის დაზვერვის განახლებაში ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავ აკონტროლებს ქალაქ სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს, თუმცა ბრძოლები გრძელდება. უწყების ცნობით, რუსეთს მცირე პროგრესი აქვს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობაში.

ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ ოკუპირებულ ხერსონში, სავარაუდოდ, მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერას დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა. მათივე ცნობით, ქოლერას ცალკეული შემთხვევები მაისიდან დაფიქსირდა.

“სამედიცინო სერვისები მარიუპოლში, სავარაუდოდ, უკვე კოლაფსს უახლოვდება: ქოლერას დიდი აფეთქება კიდევ უფრო გაამძაფრებს ამას”, – წერს დაზვერვა.

უკრაინაში ქოლერას ეპიდემია 1995 წელს იყო და მას შემდეგ ქვეყანაში მცირე ვირუსული აფეთქებებიც იყო, განსაკუთრებით აზოვის ზღვის სანაპიროზე, რომელიც მარიუპოლს მოიცავს.

სიახლეები

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...

პირი საკუთარ სახლში ბრენდული სასმელების ფალსიფიცირებას ახდენდა

თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს....