მთავარისიახლეები"ევროპარლამენტარები შეხვედრისას სწორედ ამ საკითხს აყენებდნენ, რომ ჰუმანიტარული ნიშნით უნდა გათავისუფლდეს" |...

“ევროპარლამენტარები შეხვედრისას სწორედ ამ საკითხს აყენებდნენ, რომ ჰუმანიტარული ნიშნით უნდა გათავისუფლდეს” | გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

Published on

მოჰყვება თუ არა რეაგირება ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ციხიდან ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, რათა მან საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა გაიაროს – “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის ეს მოწოდება მიუღებელია. ისინი დოკუმენტს “ფეიკს” უწოდებენ და ამბობენ, რომ მას “ჩალის” ფასი აქვს.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, მნიშვნელოვანია შესრულდეს ევროპელი დეპუტატების რეკომენდაციები მით უმეტეს, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესებულია.

მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობს მისი ოჯახიც. გიული ალასანიას თქმით, ევროპარლამენტარები ლოგიკურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

“როცა მქონდა შეხვედრა ამ პარლამენტარებთან, სწორედ ასე იდგა იქ საკითხი, რომ ჰუმანიტარული ნიშნით უნდა ყოფილიყო ის გათავისუფლებული ამ ეტაპზე. აქ 9 დიაგნოზი დასახელდა, მძიმე დიაგნოზებია. ჩვენივე ექიმები ამბობენ, რომ ასეთ ერთად ამ დაავადებების მკურნალობის გამოცდილება არავის აქვს ჩვენ ქვეყანაში და ამიტომ არის საჭირო, რომ გადაყვანილი იქნას სხვა კლინიკაში”, – თქვა გიული ალასანიამ.

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...