მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თუ ევროპის გზა ბიძინას სანქცირებაზე გადის, არ გვინდა! ჩაიკეტოს!" - "უცნობი" რეზოლუციას...

“თუ ევროპის გზა ბიძინას სანქცირებაზე გადის, არ გვინდა! ჩაიკეტოს!” – “უცნობი” რეზოლუციას ეხმიანება[ვიდეო]

Published on

გია გაჩეჩილაძე, იგივე “უცნობი” ეხმიანება ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მოთხოვნასთან ერთად, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი “ოლიგარქადაა” მოხსენიებული და მისთვის პერსონალური სანქციების დაწესებასაც ითხოვს. 

“თუ ბიძინას სანქცირებებზე, ომში ჩვენს ჩათრევაზე გადის ევროპის გზა, მაშინ არ გვინდა! ჩაიკეტოს! არც ასეთი ევროპა გვინდა, არც ასეთი ამერიკა გვინდა და არავინ არ გვინდა! მარტო ლობიოზე რომ დავრჩეთ, არ ამოვწყდებით!…” – ასეთია მომღერალ “უცნობის” რეაქცია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე.

“მაგათმა ჯერ კიდევ არ იციან, რა არის საქართველო. სულხან-საბას დროიდან, რომ აწოწიალეს ის კაცი და მე-15 კაცად მიიღო ლუდოვიკო XIV-მ, ასეთ სიტუაციას გვიკეთებენ ახლა ვითომ, თითქოს პოლიტიკურს, რა. არ გამოუვათ. როგორ დადგება საქართველო ფეხზე, დაგანახებთ, რა”, – ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე. 

“გამოვხატავთ შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე იმ კონტროლის გამო, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მხრივ; ასევე ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნეს კავშირების გამო, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე; მოვუწოდებთ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს გაითვალისწინონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მის მიერ შესრულებული როლის გამო” – ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.

შემოგვიერთდით ტელეგრამ-არხზე და მიიღეთ მოკლე, მუდმივად განახლებადი ინფორმაცია რუსეთ-უკრაქინის ო0მზე და არამარტო: https://t.me/tvodishi

სიახლეები

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ – სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო...

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს

თინათინ ბერძენიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი სამეურვეო საბჭოს 8...

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ...

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა 2022 წლის 29 ივლისს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდნას 8...