საქართველოში ხვალინდელმ, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს 101 ორგანიზაცია დააკვირდება. მათგან, 71 ადგილობრივი ორგანიზაციაა, რომელთა შორის არიან – საია, „სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტი“, „თავისუფალი თაობა“ და სხვა. აგრეთვე ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ ეთნიკურ უმცირესობებზე სპეციალიზდებიან და სწორედ უმცირესობებით დასახლებულ საარჩევნო უბნებს დააკვირდებიან. მაგალითად „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ და „მრავალ ეთნიკური ერთობა“. მთლიანობაში, ადგილობრივმა ორგანიზაციებმა არჩევნებზე დამკვირვებლად 20 641 ადამიანი წარადგინა.30 საერთაშორისო ორგანიზაციიდან საქართველოში არჩევნებს 581 პირი დააკვირდება. მათ შორის, ყველაზე მეტი დამკვირვებელი ეუთო-ს, იგივე OSCE – ODIHR-ს ჰყავს, თუმცა დედაქალაქში და საქართველოს სხვა რეგიონებში თავისი დამკვირვებლები წარადგინა NDI-მ, IRI-მ, IFES-მა, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებმა და მეგობარი ქვეყნების საარჩევნო კომისიებმა, როგორიცაა მაგალითად მალდივისა და შრი-ლანკის საარჩევნო კომისიის წევრები.არჩევნებს დააკვირდებიან საარჩევნო სუბიექტებიც. ცესკო-ს მონაცემებით, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ არჩევნებზე 54 389 ადამიანი შეადგინა. ამასთან, საარჩევნო პროცესს გააშუქებენ მედიაორგანიზაციებიც, სულ პროცესს 4 820 ჟურნალისტი გააშუქებს.
სიახლეები
საზოგადოება
ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...
სიახლეები
ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა
ოზურგეთის მერი გადადგა ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
"მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...
სიახლეები
“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს
“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...
სიახლეები
ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...