მთავარისიახლეები"ეს არის საქართველოს პარლამენტის შეურაცხყოფა"-მინისტრებმა პაპუაშვილს მოუსმინეს და წავიდნენ

“ეს არის საქართველოს პარლამენტის შეურაცხყოფა”-მინისტრებმა პაპუაშვილს მოუსმინეს და წავიდნენ

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, ანი წითლიძის თქმით, შეურაცხყოფაა როცა მთავრობის წევრები პლენარულ სხდომას თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენის შემდეგ ტოვებენ. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

“ეს არის საქართველოს პარლამენტის შეურაცხყოფა, ვერ მივხვდი საქართველოს მთავრობის წევრების ან მოსვლა რა იყო, და ან წასვლა რა იყო. თუ საქართველოს მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია პარლამენტთან მობრძანდება პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშზე, მაშინ უნდა ესწრებოდეს ბოლომდე და უნდა უსმენდეს პარლამენტის წევრების კითხვებსაც და უნდა რჩებოდეს ფრაქციის დროების ბოლომდე. მეგობრებო, უმრავლესობის პარლამენტის წევრების შეურაცხყოფაც არის ეს, რომ უბრალოდ გასასეირნებლად მოვიდნენ და წავიდნენ”, – თქვა ანი წითლიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი დღეს შალვა პაპუაშვილის ანგარიშს ისმენს. პაპუაშვილის გამოსვლის შემდეგ მთავრობის წევრებმა დარბაზი დატოვეს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...