მთავარისიახლეებიუკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარი კიევშია გადასვენებული

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარი კიევშია გადასვენებული

Published on

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის ცხედარი კიევშია გადასვენებული. არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცი 3 დღის წინ ქალაქ ბახმუტთან, საარტილერიო შეტევის დროს უკრაინელ სამხედროებთან ერთად დაიღუპა.

გიორგი გრიგოლიას ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებისთვის ახლა უკრაინაში შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

გიორგი გრიგოლია მამასთან და ცოლ-შვილთან ერთად, უკრაინაში 16 წელი ცხოვრობდა. ნათესავების თქმით, მამამისი ნიკოლაევში რუსების ალყაშია და გარდაცვლილი შვილის ცხედართან მისვლას ვერ ახერხებს. მასაც და მამამისსაც ორივე ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ.

ნათესავების ინფორმაციითვე, დაღუპულმა ცოლ-შვილი ომის დაწყებისთანავე თურქეთში გაგზავნა, მათ უსაფრთხოებიდან გამომდინარე საკონტაქტოც შეიცვალეს, რის გამოც დაკავშირება ჯერ ვერ ხერხდება.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...