მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტმა ხელი მოაწერა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ პროექტს

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ პროექტს

Published on

პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ კონსტიტუციურ პროექტს ხელი მოაწერა და დღეს გამართულ ბრიფინგზე ამ გადაწყვეტილების მიზეზი ახსნა იმით, რომ იგი  სახელმწიფოს მეთაური, კონსტიტუციის გარანტი და უმაღლესი ძალების მთავარსარდალია.
 
”ჩემთვის უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა, – განაცხადა მან –  მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ყველანაირი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ აცილებული იყოს თავიდან შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმღალესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს. მთელ ამ პროცესში ჩვენ გვსურდა ევროპული სტანდარტის დამკვიდრება, რაც სრულიად ბუნებრივია ქართული საზოგადოებისთვის. იყო მეორე სტანდარტიც, ”ქართული ოცნების”, რომლისთვისაც გადაულახავ სიმაღლედ იქცა ის, თუ როგორც იქცეოდნენ წინა ხელისუფლებები. ჩემი დღევანდელი ნაბიჯი მინდა განხილული იყოს როგორც მაგალითი იმისა, რომ ამ უფრო მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე შესაძლოა პოლიტიკოსმა არ გამოიყენოს ყველა ბერკეტი სახელმწიფოებრივი იდეალებიდან და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, კიდევ უფრო გააქტიურდეს, უფრო ძლიერი, უფრო მუშა და ეფექტური დემოკრატიის დამკვიდრების პროცესში. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებასთან ერთად ჩვენ შევქმნით უფრო ეფექტურ დემოკრატიას და საბოლოოდ მივიღებთ თანხმობის კონსტიტუციებს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...