მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთიდან რუსეთში წელს 66 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, 177 ტონისა...

აფხაზეთიდან რუსეთში წელს 66 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, 177 ტონისა – სამეგრელოში

Published on

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 1 აგვისტოდან დღემდე აფხაზეთიდან დღემდე რუსეთში 66 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა,  177 ტონა – დანარჩენ საქართველოში. ფსოუსს საზღვარზე გადატანილი თხილისს საექსპორტო საბაჟო გადასახადმა  732 ათასი რუბლი შეადგინა,   ენგურის ხიდზე – 1 მილიონ 952 ათასი რუბლი. – წერს სააგენტო ,,აფსნი რუ''. 

 ამავე სამსახურის მონაცემებით, 1 კგ დაურჩეველი თხილის ფასი სოხუმის ბაზარზე 60 რუბლია, ამიტომ გალსა და სხვა რაიონებში მცხოვრები გლეხები  იძულებული არიან თხილი ადგილზე  შემსყიდველებს 20-25 რუბლად ჩააბარონ , ამ უკანასკნელთ თხილი ენგურზე გადააქვთ და ზუგდიდის დამამზადებელ  პუნქტებს აბარებნენ , აქ მათ კილოგრამში 110-115 რუბლს უხდიან. ამის შემდეგ ქართველი მეწარმეები  აფხაზური თხილის რეალიზაციას გაცილებით მაღალ ფასებში ახდენენ, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთაც, მათ შორის  რუსეთშიც.- ნათქვამია აფსნი რუ-ს ინფორმაციაში. 
 
 ასე რომ,  აფხაზეთის თხილი პირდაპირ არის მიბმული დანარჩენ საქართველოში არსებულ თხილის დამამზადებელ პუნქტებზე და ქართველ ექსპორტიორებზე და დე ფაქტო ხელისუფლების მცდელობა გადასახადების დაწევით წაეხალისებინა მოსახლეობა თხილის რუსეთში გატანისათვის,  ჩაიშალა   – გადასახადის დაწევამ ვერ შეცვალა სიტუაცია  იმ მხრივ, რომ  გლეხები  და შემსყიდველები თხილის  ფსოუზე გადატანას კვლავ ენგურზე გადატანას არჩევენ. თვით ეს ოდიოზური ხელისუფლებაც კი ვერ აწესებს ორმაგ სტანდარტებს და ვერ ამცირებს გადასახადს ფსოუზე  ისე, რომ არ შეცვალოს იგი ენგურზეც. 
 
2012 წლიდან  ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება თითქმის ყოველი სეზონისათვის ცვლის ა საექსპორტო გადასახადებს აფხაზეთში დამზადებულ ყველა პროდუტზე,  მათ შორის თხილზეც, – 2016 წელს მან მნიშვნელოვნად შეამცირა  გადასახადი  თხილზე – დაურჩეველზე –  და- 10  რუბლამდე (რომელიც ადრე 25 რუბლს შეადგენდა ) და  დარჩეულ  ნაგულზე – 15 რუბლამდე ( რაც დრე 35 რუბლი იყო) –   ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება თხილის გატანის გაზრდას და შესაბამისად  საკუთარი საბიუჯეტო სახსრების მატებას  გეგმავდა, კერძოდ,  250 – 300 მილიონი რუბლის შემოსვლას, მაგრამ პროგნოზები არგამართლდა- 2016 წელს ბიუჯეტში  თხილის ექსპორტიდან შემოუსლმა თანხებმა მხოლოდ 70 მილიონი რუბლი შეადგინა, რამაც ბიუჯეტის სეკვესტრირების აუცილებლობა წარმოშვა. 
გადასახადის დაწევისგან მოსალოდნელი შედეგის ასეთი შემცირება,  გასაღების ბაზრის მიმართ გლეხების განწყობებთან ერთად, თხილის პლანტაციებს მოდებული  აზიური ფარვანასა და სხვა დაავადებების მიერ მოსავლის განადგურებამ გამოიწვია. 
 
აფხაზეთის ხელისუფლება შეშფოთებულია – თხილი წლების მანძილზე იყო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისა  და საარსებო სახსრების  უმნიშვნელოვანესი, თუ ერთადერთი არა,  წყარო მოსახლეობითვის, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ რაიონებში.
 
აღსანიშნავია, რომ, გაეროს მონაცემებით, აფხაზეთში თხილის წარმოებით იორჩენს თავს დაახლოებით 10 ათასი ადამიანი. აქ გაშენებული თხილის ნარგავების საერთო რაოდენობა 5 მილიონ ძირს შეადგენს.  


.
 

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...