მთავარისიახლეებიმკურნალობა, რაც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება, საქართველოში შეუძლებლად მიმაჩნია - "ემპათია" ექსპერტიზას აგრძელებს

მკურნალობა, რაც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება, საქართველოში შეუძლებლად მიმაჩნია – “ემპათია” ექსპერტიზას აგრძელებს

Published on

ცენტრ “ემპათიას” ექსპერტების დასკვნა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი. ექიმები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტაციის შესწავლასა და პაციენტის დინამიკაში დაკვირვებას აგრძელებენ.

“ემპათიას” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის შეფასებით მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმება არასათანადო მკურნალობამ განაპირობა. მისივე თქმით, მრავალმხრივი გართულებების ფონზე სააკაშვილის გამოჯანმრთელება საქართველოში შეუძლებელია და საჭიროა მისი საზღვარგარეთ შესაბამის კლინიკაში გადაყვანა.

“მიმდინარეობს ექსპერტიზა, ყოველ დღე შემიძლია ვთქვა იგივე, რომ დასტურდება ჩვენ მიერ დასმული დიაგნოზები, სამწუხაროდ, ვინაიდან არ იყო სწორი მკურნალობა და დიაგნოსტიკა, გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება. მას ესაჭიროება პათოგნომული მკურნალობა, ანუ შედეგზე, დაავადებაზე ორიენტირებული მკურნალობა, რაც მე ამ კლინიკაში და არა მარტო ამ კლინიკაში, საქართველოში, შეუძლებლად მიმაჩნია”, – თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

ექიმმა ოთარ ჩხეიძემ თქვა, რომ დაახლოებით ორი კვირა იქნება საჭირო იმისთვის, რომ “ემპათიამ” დასკვნა დადოს.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...