მთავარისიახლეებიზოგს არ უყვარს სიტყვა სამარცხვინოა, მაგრამ სამარცხვინოა, რომ დღეს კიდევ ხდება ქალთა...

ზოგს არ უყვარს სიტყვა სამარცხვინოა, მაგრამ სამარცხვინოა, რომ დღეს კიდევ ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობები – ზურაბიშვილი

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა ფემიციდზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგს არ მოსწონს სიტყვა “სამარცხვინო”, სამარცხვინოა, რომ საქართველოში კიდევ ხდება სასტიკი ქალთა მკვლელობები ბავშვების თვალწინ.

“მართალია ზოგ-ზოგებს არ უყვართ სიტყვა “სამარცხვინოა”, მაგრამ ჩემთვის და ვიცი რომ თქვენთვისაც სამარცხვინოა დღეს, რომ საქართველოში ხდება კიდევ ის სასტიკი ქალთა მკვლელობა, ბავშვების თვალების წინაშე. ვიცი რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ვიცი რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ ქალები, როცა პოლიციასთან მიდიან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდენი და ის უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით თქვენც და მეც, რომ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, ყველანაირად უნდა ეცადოს მთავრობაც, პარლამენტიც, შსს-ც მივაღწიოთ, რომ ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს. ზურაბიშვილის აზრით, ამ შემთხვევაში ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყანა.

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...