მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტი იტალიაში იმყოფება

საქართველოს პრეზიდენტი იტალიაში იმყოფება

Published on

საქართველოს პრეზიდენტმა იტალიაში შეხვედრა გამართა. გიორგი მარგველაშვილი რომში ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის უმაღლესი კურსის მსმენელებს, ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს და სამხედრო ატაშეებს შეხვდა.
 
გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში საჯარო ლექცია წაიკითხა და საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ არჩევანზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა.
 
გიორგი მარგველაშვილი განსაკუთრებულად მიესალმა კოლეჯის ქართველ კურსანტებს და მათ წარმატებული პოლიტიკური და სამხედრო კარიერა უსურვა.
 
„გვჯერა, რომ ნატო, როგორც გაერთიანება, რომელიც შეიქმნა ღირებულებების გარშემო და მოახდინა უსაფრთხოების ქოლგის ფორმირება, განსაკუთრებით ეფექტიანია, ემსახურება მთავარ მიზანს და რეალობად აქცია მისი წევრი სახელმწიფოების სტაბილურობისა და მშვიდობის უსაფრთხოება… რუსეთი აცხადებს პრივილეგირებული სფეროების ინტერესს და უფლებას, რომ ჩაატაროს სამხედრო წვრთნები მისი უახლოესი მეზობლების ტერიტორიებზე და არა მხოლოდ მეზობლების, ჩვენ გვინახავს სხვა პრეცედენტებიც… საქართველო არის მაგალითი, სადაც რუსეთი ახორციელებს ამ პოლიტიკას ჩვენი დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან. საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკა მიმართულია, სამეზობლოში კონფლიქტების შექმნისკენ, რათა შეჩერდეს ქვეყნის განვითარება,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
 
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იტალიაში 16 ოქტომბერს  ჩავიდა. მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია რომში, იტალიის პრეზიდენტის რეზიდენციაში, კვირინალეს სასახლეში გაიმართა.გიორგი მარგველაშვილი იტალიელ კოლეგას სერჯო მატარელას პირისპირ და ასევე, გაფართოებულ ფორმატში – დელეგაციასთან ერთად შეხვდა, ხოლო ამის შემდეგ სენატის თავმჯდომარეს პიეტრო გრასოს.
პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში დღეს დასრულდება.

 
 

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...