მთავარისიახლეებიუკრაინიდან, სავარაუდოდ, მოპარული მარცვლეულით სავსე რუსული გემი სირიაში ჩავიდა

უკრაინიდან, სავარაუდოდ, მოპარული მარცვლეულით სავსე რუსული გემი სირიაში ჩავიდა

Published on

ახალი სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ უკრაინული ფერმებიდან სავარაუდოდ მოპარული მარცვლეულით სავსე რუსული სატვირთო გემი ჩავიდა სირიის პორტ ლატაკიაში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Maxar Technologies -ის ახალ სურათებზე ნაჩვენებია გადამზიდავი Matros Pozynich ლატაკიაში 27 მაისს.

ეს არის ერთ-ერთი იმ სამი გემიდან, რომლებზეც ყირიმის პაროტში, სევასტოპოლში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მარცვლეული იტვირთება. ის ბოლოს ნახეს სევასტოპოლში 19 მაისს და შემდეგ აკვირდებოდნენ ბოსფორის სრუტესა და სამხრეთით თურქეთის სანაპიროს გასწვრივ. დადგენილია, რომ გემს შეუძლია გადაიტანოს დაახლოებით 30,000 ტონა მარცვლეული.

CNN-ის ცნობით, Matros Pozynich-ის მსგავსმა კიდევ ერთმა გემმა ასევე დატვირთა მარცვლეული სევასტოპოლში ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ მაისის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობები, რომ ოკუპირებული რაიონებიდან ოკუპანტების არმიამ 40 ათას ტონაზე მეტი მარცვლეული მოიპარა.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...