მთავარისიახლეებიკულტურაევროვიზიის პირველი ნახევარფინალური კონკურსი დღეს იწყება (VIDEO)

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალური კონკურსი დღეს იწყება (VIDEO)

Published on

დღეს ავსტრიის დედაქალაქში, Wiener Stadthalle- ს სცენაზე სტარტს ევროვიზიის პირველი ნახევარფინალური კონკურსი აიღებს, სადაც ქართველი მომღერალი ნინა სუბლატი ბოლო, რიგით მე-16 ნომრად გამოვა და სიმღერას Warrior შეასრულებს.  ქართველმა მომღერალმა უკვე გაიარა რამდენიმე რეპეტიცია.

წინასწარი გამოკითხვებით, ქართველი კონკურსანტი პირველ ხუთეულში შედის და ევროვიზიის წინა წლის გამარჯვებულის, კონჩიტა ვურსტის სიმპათიასაც იმსახურებს.

პირველი ნახევარფინალური კონკურსი დღეს, 23 საათზე გაიმართება, საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" კი კონცერტის პირდაპირ ტრანსლაციას ამ დროიდან დაიწყებს.

კონკურსის ნახევარფინალები 19 და 21 მაისს ჩატარდება, ხოლო ფინალი 23 მაისს.

წლევანდელი ევროვიზიის კონკურსი საიუბილეოა, „ევროვიზიის“ სიმღერის რიგით მე-60 კონკურსს ვენა მასპინძლობს 

სიახლეები

უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

პროკურატურა ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შსს-ს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით ცდილობს – TI

"პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის...

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ცხედარი აღმოაჩინეს....

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...