მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ვიდრე უკრაინას პოროშენკო მართავს, პროგრესი არ იქნება!

მიხეილ სააკაშვილი: ვიდრე უკრაინას პოროშენკო მართავს, პროგრესი არ იქნება!

Published on

მიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა.  

 
,,ბოლო სამი წლის მანძილზე ქვეყანაში განხორციელდა მხოლოდ ერთი პროცესი და ცვლილება , ერთი ადამიანის ხელია უზურპირებული მთელი სასამართლო ხელისუფლება და ამიტომ უკრაინაში არ არის სამართალი…
ამავე ადამიანმა მოახდინა უმაღლესი რადის უზურპირება.
 
უკრაინაში აღარ არის პოლიტიკური პროცესი –  ამორფული ხელისუფლება კამათელს აჩხრიალებს, უკრაინაში ბატონობს  ნება-სურვილი ერთი ადამიანისა, რომელიც უმაღლეს რადას იყენებს როგორც ლეღვის ფოთოლს თავისი ქმედებების  შესანიღბავად.
 
 
ვიდრე არის პოროშენკო არ იქნება პროგრესი, არ იქნება    ბრძოლა კორუფციასთან. ვიდრე არის პოროშენკო, იქნება სიღარიბე! დამცირება!, ემიგრაცია! ( განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის)
. კვლავაც გაგრძელდება უკრაინის პრესტიჟის ვარდნა, ხალხის ფულის, მათ შორის თავდაცვითი ომისთვის გამოყოფილი თანხების მიტაცება!  '' – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის ოპოზიციურ ძალთა ლიდერმა  მიხეილ სააკაშვილმა უმაღლეს რადასთან მიმდინარე მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას.
 
 
,,ხალხის მოთმინება იწურება.   თუ პოროშენკო დღესაც არ შეისმენს ხალხის ხმას  და კვლავ შეეცდება დროის მოგებას , რასაც აგერ უკვე სამი წელია აკეთებს, თუ დღის  ბოლომდე  არ მიიღებს გადაწყვეტილებას  ხალხის მოთხოვნების პასუხად, ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ სხვა მოედანზე და წამოვაყენოთ სხვა მოთხოვნა!
და მაშინ პოროშენკოს მოუწევს იფიქროს გადაგომაზე''- ასე შეაჯამა მიხეილ სააკაშვილმა თავისი გამოსვლა.
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....