მთავარისიახლეებიცოტა ხანში შეიძლება მას დასჭირდეს რეანიმაციული ღონისძიებები, იქიდან ცოცხლად გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია...

ცოტა ხანში შეიძლება მას დასჭირდეს რეანიმაციული ღონისძიებები, იქიდან ცოცხლად გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია – თოიძე მიხეილ სააკაშვილზე

Published on

ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები დგანან არჩევანის წინაშე, ან ისინი არ კრძალავენ მიხეილ სააკაშვილისთვის დახმარების გაწევას, ან თანამონაწილეობენ პაციენტის მკვლელობაში – აცხადებს ნევროლოგი ოთარ თოიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრისას. ექიმი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, იმოქმედონ პაციენტის ინტერესებით:

“ცოტა ხანში, ჩვენ შეიძლება მივიღოთ უმძიმესი სიტუაცია, სამედიცინო თვალსაზრისით. უმძიმესი სიტუაცია ნიშნავს იმას, რომ მას დასჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა, ინტენსიური ბლოკი და არ გამოვრიცხავ რეანიმაციული ღონისძიებები, რაც უკვე კრიტიკული იქნება მისთვის. მისი იქიდან ცოცხლად გამოყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია. ” ამბობს თოიძე.

მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დღეს კლინიკიდან წერილი გაავრცელა.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...