მთავარისიახლეებიმივცეთ უკრაინას საბჭოთა იარაღი - ალეკო ელისაშვილის საპარლამენტო ინიციატივა

მივცეთ უკრაინას საბჭოთა იარაღი – ალეკო ელისაშვილის საპარლამენტო ინიციატივა

Published on

“მივცეთ უკრაინას საბჭოთა იარაღი” – ამ ინიციტივით პარლამენტის დღეს პარტია ,,მოქალაქეების” ლიდერმა მიმართა.

ალეკო ელისშვილი ფიქრობს, რომ საქართველო პოლონეთის მსგავსად უნდა მოიქცეს, რომელიც უკრაინას შეირაღების საბჭოთა მოდელებს გადასცემს, სანაცვლოდ კი დასავლეთი ახალ, თანამედროვე იარაღს მიაწვდის.

პოლონეთი აწვდიას საბჭოთა იარაღს, რომელიც ასე ნაცნობია უკრაინელებისთვის, სანაცვლოდ კი აშშ-გან, ბრიტანეთისგან, გერმანიისგან იღებს ეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების იარაღს. ესაა თანამედროვე ტანკები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, თუ სხვა.

იგივე შეგვიძლია, გავაკეთოთ ჩვენც. მოვიშოროთ ეს საბჭოური ჯართი და გადავცვალოთ ეფექტურ შეიარაღებაში. პრობლემა არის იმაში, რომ სურვილს ვერ ვხედავ ჩვენი ხელისუფლების, რომ რამით დავეხმაროთ უკრაინას, სურვილს კი არა, იქით ლანძღავთ ზელენსკის – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის ამ ინიციტივას სხდომაზე პროტესტი მოჰყვა. უმრავლესობის დეპუტატმა, სოზარ სუბარმა, განაცხადა, რომ შეურაცხმყოფელია, ომში მყოფ ქვეყანას საბჭოთა ნაგავი მისცე.

ომში მყოფ ქვეყანას პირველ რიგში, გამართული ტექნიკა და შეიარაღება სჭირდება, იმედია, საბჭოთა ჯართის მიწოდება სერიოზულად არ თქვით- თქვა სუბარმა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...