მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის უარი დებატებში მონაწილეობაზე - "ოდიშის" ტელედებატები 2017...

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის უარი დებატებში მონაწილეობაზე – “ოდიშის” ტელედებატები 2017 მერობის კანდიდატებთან დღეს, საღამოს 20:00 საათზე

Published on

დღეს, საღამოს 8 საათზე ტელეკომპანია „ოდიშის“ პირდაპირ ეთერში გავა დებატები „არჩევნები 2017“, სადაც მოწვეული არიან მერობის კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“- ლაშა გოგია, „ნაციონალური მოძრაობიდან“- ლევან კონჯარია, „ევროპული საქართველოდან“- ლელა ქებურია, „პატრიოტთა ალიანსიდან“- გოგიტა ბიგვავა და დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი (ზვიად) სიჭინავა. კანდიდატებს დებატებზე ინფორმაცია ტელეკომპანიამ დაახლოებით ორი კვირით ადრე მიაწოდა, თუმცა დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე „ოდიშს“ ლაშა გოგიას პრესსამსახურის უფროსი დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გოგია დებატებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, თუმცა ამის მიზეზები ოფიციალურად არ დაუკონკრეტებია.
 
  ტელეკომპანია „ოდიში“ განმარტავს, რომ დებატები მერობის კანდიდატებს შორის უნდა გამართულიყო 12 ოქტომბერს, თუმცა მაშინაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მოუცლელობა და ქალაქში არყოფნა დაასახელა პრესსამსახურმა იმის მიზეზად,  რომ ლაშა გოგია დებატებში მონაწილეობას ვერ შეძლებდა.
 
მერობის სხვა კანდიდატებისთვის ლაშა გოგიას პოზიცია არის მიუღებელი, მათი განცხადებით, სახელისუფლებო კანდიდატს ეშინია პირდაპირ ეთერში უპასუხოს დასმულ შეკითხვებს.
 

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...