მთავარისიახლეებიყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინასა და მოლდოვას - კობახიძე EU-ს კანდიდატის სტატუსზე

ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინასა და მოლდოვას – კობახიძე EU-ს კანდიდატის სტატუსზე

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ყველა კრიტერიუმით უსწრებს. მისი აზრით, ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა დარჩენილი.

“მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევრკავშირის მხრიდან. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა”, – თქვა კობახიძემ.

მან დღევანდელ ბრიფინგზე ოპოზიციასა და ლობისტებს მოუწოდა წერილობით გაასაჯაროონ ფაქტებითა და არგუმენტებით გამყარებული პოზიცია, თუ რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხარდასაჭერად და არ გააკეთა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...