უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 18 მაისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 28 300;
ტანკი – 1 251;
ჯავშანტექნიკა – 3 043;
საარტილერიო სისტემა – 586;
სარაკეტო სისტემა – 199;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 91;
თვითმფრინავები – 202;
ვერტმფრენი – 167;
სამხედრო საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 137;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 441;
გემი/ნავი/კატარღა – 13;
სპეციალური აღჭურვილობა – 43;
საკრუიზო რაკეტები – 102.