მთავარისიახლეებიპოლიტიკაუჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება- პარლამენტს ახალი ომბუდსმენის არჩევა...

უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება- პარლამენტს ახალი ომბუდსმენის არჩევა მოუწევს

Published on

საქართველოს პარლამენტს ახალი სახალხო დამცველის არჩევა მოუწევს, რადგან მოქმედ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმით, ომბუდსმენის თანამდებობაზე ერთი და იმავე პირი შეიძლება ზედიზედ ორჯერ აირჩეს, თუმცა, პირველი არხის ინფორმაციით, მმართველი გუნდი უჩა ნანუაშვილის კანდიდატურის წარდგენას აღარ აპირებს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ომბუდსმენის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე არ დაწყებულა, თუმცა მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანისა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწის, სოფო ჯაფარიძის კანდიდატურები განიხილონ.  უმრავლესობა საკითხზე შეჯერებული არ არის, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია და გუნდიც ამ რეჟიმში იმყოფება.„საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა, ახალი სახალხო დამცველი 7 დეკემბრამდე უნდა ავირჩიოთ. ქალდანთან და ჯაფარიძესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა ორივე პროფესიონალია“,- დასძენს კილაძე.
რაც შეეხება პროცედურებს, კანონმდებლობით, საქართველოს სახალხო დამცველს პარლამენტი ხუთი წლის ვადით, სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით ირჩევს. პროცედურის გათვალისწინებით, კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საპარლამენტო ფრაქციას, ასევე პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ შედიან.

სიახლეები

აღვკვეთეთ 433 840 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი-საგამოძიებო

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღკვეთეს ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა. დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი...

ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების...

ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...