მთავარისიახლეებიივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლება არსებულ სასამართლო კლანთან ერთად დასანგრევია - "გირჩი-მეტი თავისუფლება"

ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლება არსებულ სასამართლო კლანთან ერთად დასანგრევია – “გირჩი-მეტი თავისუფლება”

Published on

პარტია “გირჩი მეტი თავისუფლება” საქალაქო სასამართლოს მიერ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ ეს მთლიანად ოპოზიციური მედიის დადუმებას ნიშნავს.

პარტია აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას დაჭერა კიდევ ერთი ნიშანია, რომ ბიძინა ივანიშვილის “დე-ფაქტო ხელისუფლება არსებულ სასამართლო კლანთან ერთად დასანგრევია”.

“ქართული ოცნების მცდელობა – ძალით გააჩუმონ ადამიანი, არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დაკავება, ეს მთლიანად ოპოზიციური მედიის დადუმებას ნიშნავს.

ნიკა გვარამიას დაჭერა კიდევ ერთი ნიშანია, რომ ივანიშვილის დე-ფაქტო ხელისუფლება არსებულ სასამართლო კლანთან ერთად დასანგრევია.

არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ რამეს არ იკადრებენ. ძალაუფლებისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან.

ნურავის იმედი გექნებათ, ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია. არ დანებდეთ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ბოლომდე უნდა დავიცვათ.

სოლიდარობა ნიკა გვარამიას!”, – წერს “გირჩი მეტი თავისუფლება”.

ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...