მთავარისიახლეებისაზოგადოება”ჩვენ შევასრულეთ პირობა და მრავალათასიანი აქცია მშვიდობიანად ჩავატარეთ''- აქცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დასრულდა

”ჩვენ შევასრულეთ პირობა და მრავალათასიანი აქცია მშვიდობიანად ჩავატარეთ”- აქცია ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დასრულდა

Published on

”ჩვენ შევასრულეთ პირობა და მრავალათასიანი აქცია მშვიდობიანად ჩავატარეთ. ახლა ”ქართული ოცნება” მოემზადოს თვითმმართველობის მშვიდობიანად გადმოსაცემად. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი ქუჩაში საკუთარი არჩევანის დასაცავად გამოვა”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა დღეს თბილისში გამართული აქციის დასასრულს. 
 აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ცოტახნის წინ დასრულდა.
საპროტესტო მსვლელობა დღეს  მეტრო რუსთაველიდან დაიწყო. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს  თბილისის საკრებულოს 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიები სწორედ ივანიშვილის კუთვნილ კომპანიაზე გასხვისდა.
აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის შესასვლელთან პლაკატები გააკრეს წარწერით, "შენ შრომობ, ისინი იპარავენ" და ბიძინა ივანიშვილის კარიკატურები, რომლებზედაც იგი აზიური ფარვანას სახით არის აღბეჭდილი.   
პარტიამ აქციაზე გაააკეთა განაცხადაი, რომ ოლიგარქის ხელისუფლებას  არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემს და  თითოეულ ხმას დაიცავს.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...