მთავარისიახლეებილავროვი ამტკიცებს, რომ რუსეთს ევროპაში ომი არ სურს

ლავროვი ამტკიცებს, რომ რუსეთს ევროპაში ომი არ სურს

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რომ რუსეთს ევროპის კონტინენტის მასშტაბით ომი არ სურს. მისი განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის კონტექსტში დასავლეთი მუდმივად ამბობს, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს.

“თუ თქვენ გაწუხებთ ევროპაში ომის პერსპექტივა, ჩვენ ეს აბსოლუტურად არ გვსურს, მაგრამ თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ დასავლეთი მუდმივად ამტკიცებს, რომ რუსეთი ამ სიტუაციაში უნდა დამარცხდეს. დასკვნები თავად გააკეთეთ”, – განაცხადა ლავროვმა.

სავარაუდოდ, ლავროვი გულისხმობდა აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მსგავს კომენტარებს, რომელმაც გასულ თვეში თქვა, რომ ვაშინგტონს სურს რუსეთი ისეთი დასუსტებული იხილოს, რომ ვეღარ შეძლოს ის, რაც უკრაინაში გააკეთა.

სიახლეები

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...