„მოვითხოვ, ჟურნალისტებისა და მოსამართლის წინაშე დამკითხონ" – „ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი პროკურატურაში დაკითხვაზე უარს აცხადებს. კოტე იოსელიანი დღეს უწყებაში გამოკითხვაზე „ნაციონალური მოძრაობის" მიერ თბილისის საკრებულოსთან გამართული აქციის გამო დაიბარეს. აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორის იოსელიანიც იყო. მაჟორიტარობის კანდიდატი გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის წინაშე ითხოვს. „დამიბარეს, რომ გამოვეკითხე იმ უკანონობის კასკადთან დაკავშირებით, რაც მოხდა. პროტესტს გამოვთქვამით ერთ ლარად ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემული მიწის გამო. პოლიცია არ ატარებდა შენობაში დეპუტატებს, რომლებსაც ამის ლეგიტიმური უფლება აქვთ. პოლიციელებმა გასცეს უკანონო დავალება, დავეკავებინე. ხელი უნდოდათ შეეშალათ წინასაარჩევნო კამპანიისთვის. მე გაკოტრებული კონკურენტი მყავს, რომელსაც ბიძინას ვალი აქვს. პოლიცია დემორალიზებულია. არ ვთანამშრომლობ პროკურატურასთან, რომელსაც „ბოტასების“ ქურდი ფირცხალავა მართავს. ეს არის პროკურატურა, რომელმაც პოლიტიკური მკვლელობები არ გამოიძია. მე მათთან ერთი ერთზე არ ვაპირებ საუბარს" – განაცხადა იოსელიანმა.
სიახლეები
სიახლეები
საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა
საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...
სიახლეები
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს.
ამის შესახებ...
სიახლეები
ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა
ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...
სიახლეები
პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...