მთავარისიახლეებიპოლიტიკაკრიზისების მომტანი კონსტიტუცია - ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს სრულად იზიარებს

კრიზისების მომტანი კონსტიტუცია – ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს სრულად იზიარებს

Published on

ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობაში მმართველ გუნდს კანონის საკუთარ ინტერესზე მორგებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ.„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე ქართველი ხალხის პოზიცია.„უმრავლესობის პოზიცია სამწუხაროდ, დიდი ხანია ცნობილია, ისინი მიდიან საერთაშორისო აზრის, რაც მთავარია ქართული საზოგადოების, ყველა პოლიტიკური პარტიის, ყველას წინააღმდეგ, რათა გაიტანონ ის, რაც აქვთ ჩაფიქრებული, ის, რაც დაავალათ ბიძინა ივანიშვილმა, ის, რაც მოატყუეს ხალხს თავის დროზე. ამიტომ, ცხადია არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ უმრავლესობა პოზიციას შეიცვლის ან რამეს გააკეთებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიციამ დააფიქსიროს მკაფიო პროტესტი. „ქართული ოცნება“ ვერ მიიღებს იმას, რასაც ცდილობს, ამით ვერ გაიხანგრძლივებს ხელისუფლებას, მაგრამ სამწუხაროა, რომ ქვეყანა კარგავს დროს,“ – აცხადებს ელენე ხოშტარია.პროტესტის ნიშნად კენჭისყრისას, სხდომის დატოვებას გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის ლიდერები მმართველ გუნდს ქართველი ხალხის მოტყუებაში კიდევ ერთხელ სდებენ ბრალს.„უმრავლესობა იქცევა უნამუსოდ, ატყუებს ხალხს, სამი თვის განმავლობაში ქმნიდა დიალოგის იმიტაციას პრეზიდენტთან, პოლიტიკურ პარტიებთან, თითქოსდა უნდოდა ამ კონსტიტუციაში რეალური ცვლილებების შეტანა. ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის თვალში ნაცრის შეყრა. არაფერს არ შეცვლიან, ვამბობდით და ასეც მოხდა. დაიძლევა ვეტო, მიიღებენ ამ უვარგის კონსტიტუციას, რომელიც იქნება ქვეყანაში კრიზისების მომტანი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...