მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს

Published on

პარლამენტში  რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს,  დეპუტატები  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. 
 
პრეზიდენტის ვეტო ექვსი ძირითადი შეთავაზებით არის წარმოდგენილი. პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის არჩევის ე.წ. შერეული სისტემის დაუყოვნებლივ შეცვალასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. 
 
პროექტში ასევე ასახულია ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და გაუნაწილებელი მანდატების ყველა იმ პოლიტიკურ პარტიაზე პროპორციულად განაწილება, რომელიც ამომრჩეველთა ხმების 5%-ზე მეტს მიიღებს. პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში წარდგენილია წინადადებები -მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული მანდატები განაწილდეს როგორც პარტიებზე, ასევე საარჩევნო ბლოკებზე, შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ფორმა, , პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხზე გადაწყვეტილება  მიღებულ იქნას მას შემდეგ,  რაც ორპალატიანი პარლამენტი ამოქმედდება. ვეტოს ფარგლებში კორექტირებულია რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მომწესრიგებელი კონსტიტუციური ნორმა. პრეზიდენტის პროექტით, “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით“. 
 
ამავე პროექტით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებას არა სრული თანხმობით, არამედ სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს. საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევისთვის ემზადება, რისთვისაც მას 113 ხმა სჭირდება

სიახლეები

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას "ტაბულა"...

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიური ვერცხლის მედლები მოიპოვეს

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და...

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...