მთავარისიახლეებიუკრაინასთან ერთად, იარაღი მოლდოვასა და საქართველოსაც უნდა გავუგზავნოთ - ტრასი

უკრაინასთან ერთად, იარაღი მოლდოვასა და საქართველოსაც უნდა გავუგზავნოთ – ტრასი

Published on

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ რუსული ძალები მთელი უკრაინის ტერიტორიიდან უნდა განდევნონ.

ლონდონში სიტყვით გამოსვლისას ტრასმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება ახლა დასავლეთისთვის „სტრატეგიული იმპერატივია“.

ტრასის თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა გააორმაგონ უკრაინის მხარდაჭერა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსულმა ძალებმა უნდა დატოვონ არა მხოლოდ 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ ის ტერიტორიაც, რომლის ოკუპაციაც მათ 8 წლის წინ მოახდინეს, როგორიცაა ყირიმის სამხრეთით და აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის ნაწილები.

ტრასმა ასევე განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა გაუგზავნოს იარაღი იმ ქვეყნებსაც, რომლებიც რუსეთისგან მუქარას განიცდიან.

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინასთან ერთად, დასავლეთ ბალკანეთს და სხვა ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, ჰქონდეთ ძალა და შესაძლებლობები, შეინარჩუნონ მათი სუვერენიტეტი და თავისუფლება“, – განაცხადა ტრასმა.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...