მთავარისიახლეებიგაეროს გენერალური მდივანი დღეს მოსკოვში პუტინს შეხვდება

გაეროს გენერალური მდივანი დღეს მოსკოვში პუტინს შეხვდება

Published on

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში დღეს, 26 აპრილს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდეს. შეხვედრისგან მოლოდინი დაბალია რამენიმე წარუმატებელი დიპლომატიური ძალისხმევის შემდეგ.

მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლზე, სადაც რუსები “აზოვსტალის” ქარხნის აღებას ვერ ახერხებენ და ბლოკირებას გრძელებენ. ქარხანას თავს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, ქალები და ბავშვები აფარებენ.

უკრაინამ სთხოვა გუტერეშს ჰუმანიტრული დერეფნის გარანტია, რათა “აზოვსტალიდან” მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს.

გაეროს გენერალური მდივანი ხუთშაბათს, ასევე, გაემგზავრება კიევში, სადაც პრეზიდენტ ვოლოდომირ ზელენსკის შეხვდება.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...