მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე პეტრე: ,,დღევანდელი სხდომა წინ გადადგმული, პოზიტიური ნაბიჯია ეკლესიისთვის, მე კი...

მეუფე პეტრე: ,,დღევანდელი სხდომა წინ გადადგმული, პოზიტიური ნაბიჯია ეკლესიისთვის, მე კი გაფრთხილება არ მიმიღია”

Published on

მეუფე პეტრე უარყოფს ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ  წმინდა სინოდის დღევანდელი სხდომაზე გაფრთხილება მიიღო.
 
,, დღეს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომა არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი საქართველოს ეკლესიისთვის'' -განუცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან.
ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილა თუ არა სინოდის სხდომამ მისი საკითხი, მეუფემ დაადასტურა, რომ განიხილა, მაგრამ   განაცხადა, რომ მას გაფრთხილება არ მიუღია
„ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, დიახ, რა თქმა უნდა, ჩემზეც, თუმცა გაფრთხილება არ მიმიღია“, – განაცხადა მეუფე პეტრემ. 
 
,,რუსთავი 2 – ის '' მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საპატრიარქოში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეს და მამა გიორგის საქმიანობას შეისწავლის. ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დრევანდელი სინოდის სხდომაზე განიხილეს. 
დღევანდელ სხდომაზე ასევე ისაუბრეს მეუფე სერაფიმეზე, რომელსაც ცოტა ხნის წინ მძიმე ბრალდებით ბორჯომის ეპარქია დაატოვებინეს და ის საზღვარგარეთ იმყოფებოდა. გადაწყდა, რომ მეუფე საქართველოში დაბრუნდება, თუმცა არა ბორჯომის ეპარქიაში, არამედ ერთ-ერთ მონასტერში.
 
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრუდა დასრულდა. ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა საკითხებზე  წმინდა სინოდის წევრებმა ჰჯე არ გავრცელებულა.  
 
სავარაუდოდ, სინოდის სხდომის განჩინების შესახებ განცხადებას  გააკეთებს მეუფე გრიგოლი, რომელიც სხდომის მდივანი იყო. 

 
 
 

სიახლეები

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...

29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი...