მთავარისიახლეებისაზოგადოებანიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს

ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს

Published on

უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი გმირი, დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა საქართველოში ჩამოასვენეს.

აეროპორტში ქართველი ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, რიგითი მოქალაქეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.

დავით მენაბდიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთავში, სიონის ტაძარში გაიმართება. რაც შეეხება ნიკას შანავას, ის საკუთარ სახლშია გადასვენებული. ხვალ მას ვარკეთილში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაასვენებენ.

მენაბდიშვილი და შანავა 9 აპრილს, ხარკოვის ქალაქ იზიუმში ოკუპანტებთან შეტაკებისას დაიღუპნენ.

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 6 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დავით გობეჯიშვილი, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი საქართველოში უკვე ჩამოასვენეს და დაკრძალეს. მარიუპოლში დაღუპული ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება კი ისევ ვერ ხერხდება.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...