მთავარისიახლეებისაზოგადოებამეუფე პეტრე: ,,ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა ''. წმინდა სინოდის...

მეუფე პეტრე: ,,ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა ”. წმინდა სინოდის სხდომა დაიწყო

Published on

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობს. 
უცნობია რამდენი მღვდელთავარი იღებს სხდომის საკითხების განხილვაში მონაწილეობას. 
მღვდელმთავრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ მათთვის განსახილველი საკითხები უცნობია, კერძოდ, მათთვის უცნობია განიხილავენ თუ არა პატიმრობაში მყოფი დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეს, ან ხომ არ მიიღებენ რაიმე გადაწყვეტილებას მეუფე პეტრესთან დაკავშირებით. 
 
სინოდის სხდომაზე იმყოფება  ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა. 
 
საპატრიარქოში შესვლამდე,  მან განაცხადა  რომ მისთვის უცნობია ის საკითხები, რომელზე მსჯელობაც სხდომაზე მოხდება. თუმცა მეუფე პეტრე არ გამორიცხა, რომ შესაძლოა სხდომაზე მისთვის სასჯელის დადების საკითხის განხილვა მოხდეს.
 
„საკითხები სამწუხაროდ არ არის ცნობილი ჩემთვის პირადად. ობიექტურად, სამართლიანად, მიუკერძოებლად და სამართლიანად გადაწყდეს ყველა საკითხი. ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა,“-განაცხადა მეუფე პეტრემ.
 
სხდომა მოულოდნელად ჩაინიშნა. ეს არის წმინდა სინოდის პირველი სხდომა, ე.წ. ციანიდს საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ. დღევანდელ სხდომას 47 მღვდელმთავარი ესწრება. 
 
დღის წესრიგში შეტანილი საკითხები საიდუმლოა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა დღევანდელ შეკრებაზე დღის წესრიგში დადგეს მეუფე პეტრეს საკითხი.  

სხდომის დეტალებზე არ საუბრობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი და არც ციანიდის საქმის შესაძლო განხილვას ადასტურებს.
 
„მხოლოდ სინოდის სხდომის შემდეგ გაკეთდება კომენტარები. არაფერი დაუგეგმავად, დიდი ხანია მზადდებოდა სინოდის სხდომა და გადაწყდა, რომ დღეს ჩატარდებოდა. საკითხებთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით, მე თვითონაც არ ვიცი რა იქნება. ეჭვი მეპარება, რომ ციანიდთან დაკავშირებით იყოს,“-განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
 
კითხვაზე, მოხდება თუ არა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავასთვის სასჯელის დადების საკითხის განხილვა, მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ვერაფერს ვერ იტყვის.
 
„ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გეტყვით სანამ სინოდის სხდომა არ დამთავრდება. სინოდის სხდომის დასასრულს გააკეთებს განცხადებას, სხდომის მდივანი,“-აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

 
 
წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ძირითადად ორჯერ იკრიბება. პირველი სხდომა წელს, 9 მარტს გაიმართა, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი გიორგი მამალაძის საქმე იყო. 

სიახლეები

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...

აჭარასა და იმერეთში ფრინველის 2 არალეგალური სასაკლაო გამომავლინეთ – სეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საწარმოო პროცესი შეუჩერეს ფრინველის 2 არალეგალურ სასაკლაოს აჭარასა და იმერეთში. სააგენტოს...