მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს გიზო უგლავა უხელმძღვანელებს

უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს გიზო უგლავა უხელმძღვანელებს

Published on

უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი გიზო უგლავა გახდება. ინფორმაციას “ოდიშინიუსს” უდასტურებენ უკრაინაში ხელისუფლებასთან დაახლოებული საკუთარი წყაროებიდან. გიზო უგლავა ამ თანამდებობაზე არტემ სიტნიკს ჩაანაცვლებს, რომელიც 2015 წლიდან ბიუროს ხელმძღვანელობდა. 

სიტნიკის უფლებამოსილების ვადა 16 აპრილს იწურება, გაზაფხულზე კი ბიუროს ახალი ხელმძღვანელი უნდა აირჩიონ. მანამდე ბიუროს უფროსი გიზო უგლავა იქნება, რომელიც სიტნიკის მოადგილე იყო. არსებობს ვარაუდი, რომ ბიუროს ხელმძღვანელადაც სწორედ გიზო უგლავა იქნება არჩეული.

სწორედ სიტნიკმა, 2015 წელს დაასახელა უგლავა თავის მოადგილედ და ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ გიზო უგლავას “საქართველოში ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბების გამოცდილება” ჰქონდა. 

გიზო უგლავა, საქართველოს წინა ხელისუფლების დროს, გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. 

უკრაინის ამბები მოკლედ, ფოტო-ვიდეო მასალის თანხლებით, სანდო წყაროებიდან და 24/7 რეჟიმში – ადევნეთ თვალი “ოდიშის” ტელეგრამ არხს:
არხზე გადასვლისთვის დაკლიკეთ

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა, დღეს 18:00 საათისთვის დაანონსა. ზურაბიშვილი სავარაუდოდ, უვიზო რეჟიმის...

ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი...