მთავარისიახლეებიპოლიტიკამსოფლიო ჩემპიონმა ირაკლი ჭანტურიამ გერმანიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა

მსოფლიო ჩემპიონმა ირაკლი ჭანტურიამ გერმანიის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა

Published on

მსოფლიო ჩემპიონი ძალისმიერ სამჭიდში  ირაკლი ჭანტურია გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს . მან უკვე  მიმართა ქვეყნის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით.
 
ირაკლი ჭანტურია აცხადებს, რომ  "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელი კორცხელის ცნობილი მოვლენების შემდეგ გახდა, სახელისუფლებო პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მას ზონდერიც უწოდა.
"მე ვიმყოფებოდი იქ, როგორც წარმომადგენელი და მხარდამჭერი და როგორც საქალაქო ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრი. მდინარაძემ, იმ დღესვე გამართულ პრესკონფერენციაზე  მომიხსენია , როგრც ერთ ერთი პროვოკატორი და ზონდერი და ცილი დამწამა. და ეს მაშინ, როცა კორცხელში გადაღებულ ვიდეოკადრებში  მკაფიოდ ჩანს,  რომ მე ჩხუბში არ ვმონაწილეობ.''- ამბობს მსოფლიო ჩემპიონი.
მართლაც, პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერში მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ სპორტსმენი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში მოქმედებს.
 
სპორტსმენს მის მიმართ  პოლიტიკური ზეწოლის არგუმენტად მოყავს  ფოთის მერის გადაწყვეტილება, რომელმაც კორცხელის ინციდენტიდან რამდენიმე თვეში, მისი მეუღლე ქალაქის მუნიციპალიტეტიდან გაურკვეველი მიზეზებით გაათავისუფლა.
მსოფლიო ჩემპიონის ბრალდების ადრესატი  გათავისუფლების ფაქტს ვერ იხსენებს, პოლიტიკურ ზეწოლასაც გამორიცხავს და ირაკლი ჭანტურიას პროვოკაციაში თავად ადანაშაულებს . 
 
ირაკლი ჭანტურიამ  საქართველო 1 თვის წინ დატოვა და ახლა გერმანიის ერთ-ერთ კლუბში ვარჯიშობს.

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...