მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ევროპულმა საქართველომ" ზუგდიდში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

,,ევროპულმა საქართველომ” ზუგდიდში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

Published on

პოლიტიკურმა პარტიამ ,,მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველომ" დღეს ზუგდიდში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა .
 
ქალაქის მერობის კანდიდატმა პარტიიდან ლელა ქებურიამ სკეიტ-პარკში შეკერებილებს სიტყვით მიმართა და მისი მერად არჩევის შემთხვევაში დაგეგმილი პრიორიტეტები გააცნო, კერძოდ,   მძიმე სოციალური ფონის დაძლევა, ზუგდიდში ოთხი წლის მანძილზე 3 ათასი ადამიანის დასაქმება,  პენსიებისა და სოციალური შემწეობების გაზრდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოზიდული თანხებით. 
 
„დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა ზუგდიდში სავსებით რეალურია   გადასახადების 10%-ით დაწევის, ადგილობრივი ბიზნესისთვის ხელსაყრელი  პირობებისა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნის გზით.და მერად არჩევის შემთხვევაში, მე ყველაფერს გავაკეთებ ამ შესაძლებლობათა რეალიზაციისათვის   – განაცხადა მან .
 
რაც შეეხება შემწეობევბისა და პენსიების გაზრდას, ,,ევროპული საქართველოს'' წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ  რეალურად ესახებათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გაუგებარი ხარჯების ნაცვლად, სოციალური დახმარების 70, პენსიის კი 25 ლარით გაზრდა.
პრეზენტაციას ესწრებოდა ,,ევროპული საქართველოს'' ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, , ყველა მაჟორიტარი „ოცნების“ ხელში ფეოდალად გადაიქცა. ყველა გამგებელი და მერი გახდა მათი მოურავი. ეს შუა საუკუნეების მართვის სტილი უნდა დასრულდეს'' – განაცხადა მან – ამასტან  ზუგდიდს აქვს შესაძლებლობა დაირღვეს სტერეოტიპი, რომ მაღალ არჩევით თანამდებობაზე საქართველოში არ ირჩევენ ქალებს. დადგა დრო, საქართველოში ამ ყველაზე ევროპულ ქალაქში ავირჩიოთ ქალი მერი. ლელა ქებურიას აქვს აქ დაგროვილი პრობლემების მოგვარების ძალიან მწყობრი გეგმა და  მისი არჩევის შემთხვევაში ქალაქ ზუგდიდს  ეყოლება ღირსეული მერი''  ,
 
  დღესვე ,,ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციამ  დაანონსა 17 ოქტომბერს დაგეგმილი  საპროტესტო აქცია-მსვლელობა სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმართულებით, აზიური ფაროსანასგან ადგილობრივებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.
 
 
 

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...