მთავარისიახლეებიპოლიტიკაგია ვოლსკის არასაპარლამენტო ლექსიკა: ,,რა გაყვირებს, გოგო!'' და ადრესატის რეაქცია

გია ვოლსკის არასაპარლამენტო ლექსიკა: ,,რა გაყვირებს, გოგო!” და ადრესატის რეაქცია

Published on

პარლამენტს თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე სალომე სამადაშვილსა და გია ვოლკის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 
 
 ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილეს სალომე სამადაშვილმა  დასვა  კითხვა,  თუ რატომ ვთხოვთ კრიზისის დროს დახმარებას რუსეთს, საიდანაც მომდინარეობს მთავარი საფრთხე  ქვეყნისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს მოსთხოვა თავი დაანებოს სხვა თემის წამოწევას: ,„პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო“ – მიმართა მან სალომე სამადაშვილს  
 
სალომე სამადაშვილმა უპასუხა, რომ ასე შეუძლია  მიმართოს ”ვინმე სხვას, სახლში საკუთარი ოჯახის წევრებს” და  პროტსტის ნიშნად საკომიტეტო მოსმენა დატოვა
.
,,ამ პარლამენტში მუშაობა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ უმრავლესობის წევრებს ელემენტარული ზრდილობის გრძნობა არ აქვთ, – განაცხადა მან   მოსმენის დატოვების შემდეგ – აქ არიან შეკრებილები იმისთვის, რომ ჩაფარცხონ ყველა შეკითხვა, რომელიც შეიძლება საზოგადოებას ხელისუფლებასთან ჰქონდეს, რომ არ მოგვცენ ჩვენ შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრებს, გამოვიყენოთ ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულება, ასევე, დავიცვათ საზოგადოებრივი ინტერესები ამ პარლამენტში. სწორედ ამიტომ, ჩვენი შეკითხვები, თუ კონკრეტულად რაში იხარჯება სახელმწიფო ბიუჯეტი იმისთვის, რომ გაძლიერდეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა, ფაქტობრივად, უპასუხოდ დარჩა და უმრავლესობის წარმომადგენლები ხელს აფარებენ მთავრობის წარმომადგენლებს იმის ნაცვლად, რომ იგივე შეკითხვებს თავად უსვამდნენ. ჩვენ მოვისმინეთ, რომ დღეს თურმე გაზრდილი ბიუჯეტის დახარჯვას აპირებენ ქვეყნის პირველი პირის გაძლიერებულ უსაფრთხოებაზე, მისთვის ახალი ჯავშნიანი მანქანის საყიდლად და ახალი დაცვის ოფიცრების დასაქირავებლად. სწორედ ამაშია საქმე, რომ „ქართული ოცნება“ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს და პასუხი არ აქვთ შეკითხვებაზე, რომელიც უკავშირდება ამ ქვეყნის კეთილდღეობის განმტკიცებისთვის როგორ აპირებენ სახელმწიფო ბიუჯეტის დახარჯვას. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა სამადაშვილმა.
 
პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. ოპოზიციისთვის აქტუალური სოციალური სფერო, საგარეო ვალი და თავდაცვის ბიუჯეტია, რომელიც წელს 702 მილიონი ლარითაა განსაზღვრული, მაშინ როცა 2017 წელს თავდაცვის უწყების ბიუჯეტი 748 მილიონი ლარი იყო. სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება 10 მილიონი ლარით იზრდება. თუმცა, უწყება, ჯამში, წინა წელთან შედარებით, 46 მილიონი ლარით ნაკლებს მიიღებს და ეს გამოწვეულია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენასთან დაკავშირებით ე.წ. ფრანგული პროექტის დასრულებით.
 
 
 

სიახლეები

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...