მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს გაეროს ასაბლეაში რუსეთის გარიცხვას უყრიან კენჭს

დღეს გაეროს ასაბლეაში რუსეთის გარიცხვას უყრიან კენჭს

Published on

გაეროს გენერალური ასამბლეაში დღეს რუსეთის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდაგარიცხვის შესახებ კენჭისყრა ჩატარდება.

რუსეთის გარიცხვასთან დაკავშირებით რეზოლუცია აშშ-მ წარადგინა.

47 წევრისგან შემდგარი ადამიანის უფლებათა საბჭოდან ქვეყნის გარიცხვისთვის გაეროს ასამბლეის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო.

დასავლელი დიპლომატები დარწმუნებულები არიან, რომ 193 წევრისგან შემდგარ გენერალურ ასამბლეაში მოსკოვის გარიცხვის შესახებ რეზოლუციას საკმარისი მხარდაჭერა ექნება.

რეზოლუციის ტექსტში გამოხატულია „მძიმე შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ“,.რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.

„მნიშვნელოვანია რუსეთს ვუთხრათ: “ჩვენ არ მოგცემთ უფლებას დაუსჯელად იმოქმედო და თავს გვაჩვენებდე თითქოს, ადამიანის უფლებებს პატივს სცემ“ – Reuters-თან ინტერვიუში აცხადებს აშშ-ის ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდი.

აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ რუსეთმა ქვეყნები გააფრთხილა, რომ მისი გარიცხვის მხარდაჭერა ან ხმის მიცემისგან თავის შეკავება „არამეგობრულ ჟესტად“ იქნება აღქმული, რასაც გავლენა ექნება ამ ქვეყნებთან ურთიერთობაზე.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...