მთავარისიახლეებისაზოგადოებაკათოლიკოს-პატრიარქი თითოეულ გვარს მოუწოდებს ერთი დღე და ღამე ილოცოს და...

კათოლიკოს-პატრიარქი თითოეულ გვარს მოუწოდებს ერთი დღე და ღამე ილოცოს და იმარხულოს

Published on

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მორწმუნეებს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს სთხოვს, თითოეულმა გვარმა ერთი დღე და ღამე ილოცონ და იმარხულონ. ამის თაობაზე ილია მეორემ  დღეს სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.
 
ქადაგებაში ილია მეორემ აღნიშნა, რომ შესაწირი უნდა იყოს სამი ცხვარი, რომელიც გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად გამოიყენება.
“ჩვენ ბევრი გვიფიქრია იმის შესახებ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი გვარები, ჩვენი ოჯახები. ერთმა ჯგუფმა გამოთქვა ასეთი აზრი, რომ კარგი იქნებოდა ერთი დღე და ღამე გვარს ელოცა და ემარხულა. თქვენ გახსოვთ, სახარებაში წერია, რომ ბოროტი ძალა ლოცვითა და მარხვით განიდევნება. შემოვიდა აზრი და მე ძალიან მომწონს ეს, რაც ძნელი არ არის – ერთი დღე და ღამე ადამიანმა ილოცოს და იმარხულოს. იქნება სპეციალური ლოცვები – მადლობის ლოცვები, წმინდა სამების ლოცვები, ჩვენ უნდა დავიწყოთ წმინდა სამებით, ამ წმინდა ტაძრიდან. დავუშვათ, დღეს 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე წაიკითხავენ ლოცვებს. შესაწირავი უნდა იყოს სამი ცხვარი. სამი ცხვარი გამოყენებული იქნება გაჭირვებული ოჯახებისათვის. ვფიქრობ, ეს საოცარ შედეგს მოიტანს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაძლიერდეს ხალხში სიყვარული და პატივისცემა. ძველი რომაელები ამბობენ, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და ამას ვერ ვიტყვით, ვერ ვიმოქმედებთ ამ კანონით. ადამიანი ადამიანისთვის სიყვარულია, ძმა არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს ძმებს დავეხმაროთ, ვინც არ უნდა იყოს. მით უმეტეს, თუ გაჭირვებულია ადამიანი და არის ცოდვაში ჩავარდნილი, მას უნდა დავეხმაროთ. ჩვენ მოვამზადებთ ამ ლოცვებს და მოკლე ხანში დავიწყებთ ამ სულიერ კიბეზე ასვლას. ”- განაცხადა პატრიარქმა 

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე...