მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში დღეს დილიდან კეთდება განმარტებები თემაზე, იყო თუ არა ალექსი ახვლედიანი შუამავალი...

პარლამენტში დღეს დილიდან კეთდება განმარტებები თემაზე, იყო თუ არა ალექსი ახვლედიანი შუამავალი ნიკა გვარამიასა და ხელისუფლებას შორის

Published on

პარლამენტში დღეს დილიდან კეთდება განმარტებები თემაზე, იყო თუ არა ალექსი ახვლედიანი შუამავალი ნიკა გვარამიასა და ხელისუფლებას შორის .

უმრავლესობის წევრები ამტკიცებენ, რომ ალექსი ახვლედიანს მთავრობის წევრებთან კონტაქტი არ აქვს და ამ თემაზე საბოლოო სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას.( ოდიში ნიუსი შეგახსენებთ, რომ თავად ალექსი ახვლედიანის ტქმით, იგი  სამთავრობო შენობაში ერთადერთხელ შეხვდა ღარიბაშვილს და ეს იყო 2015 წლის აგვისტოში, როცა პრემიერმა მას ოლიმპიადის წარმატებულად ჩარატებისთვის მადლობა გადაუხადა).

"ეს არის კითხვა, რომელზეც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ისე უცნაური ვითარება იქმნება, რადგან, ამ დროისთვის რაც გახდა ცნობილი, რომ გვარამია და ახვლედიანი მეგობრები არიან, მაგრამ არ არხის გენერალური დირექტორის განცხადება არ დაადასტურა მისმა მეგობარმა", – განმარტავს ეკა ბესელია.  

უმრავლესობის კიდევ ერთ დეპუტატს, გედევან ფოფხაძეს მიაჩნია, რომ "ხელისუფლებას ასეთი მეთოდების გამოყენება არ სჭირდება".

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნიკა გვარამიას განცხადების შემდეგ შანტაჟის თაობაზე, დადასტურდა, რომ რუსთავი 2-ის საქმით სწორედ ხელისუფლებაა დაინტერესებული.  

„ხელისუფლება არ იზამდა, ამის იმედად თავისუფალი სიტყვა, დამოუკიდებელი მედია არ უნდა დარჩეს. რაც შეიძლება მეტი პასუხი უნდა მივიღოთ იმ ყველაფერზე, რაც ამ დღეებში ხდება“ – განმარტა ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენელმა გოგა ხაჩიძემ.  

როგორც საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, იმ პირობებში, როდესაც პროკურატურას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს, გამოძიების ობიექტურად წარმართვის იმედი არ აქვთ.

„ასეთი ამაზრზენი და სამარცხვინო საქციელი ნიკა გვარამიას, რუსთავი 2-ის და თავისუფლების წინააღმდეგ, ამის შემოქმედი მთლიანად ბიძინა ივანიშვილია,“ – აღნიშნავს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა ბოკერია.  

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...