მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,იმ ადამიანის ადგილი, რომელიც აყალბებს საკუთარ წარსულს, რადგან ესირცხვილება იგი, ...

,,იმ ადამიანის ადგილი, რომელიც აყალბებს საკუთარ წარსულს, რადგან ესირცხვილება იგი, მომავალში არ არის” – კახა მიქაია ლაშა გოგიას წინააღმდეგ

Published on

,,დაიცავი საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი კახა მიქაია უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ,, ქართულ ოცნებას''  ზუგდიდის მერობის კანდიდატად დატოვა ლაშა გოგია,  მიუხედავად იმისა, რომ მან   ,,გაშიფრა სქემა'', რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების რიგებში ლასა გოგიაც და ბევრი სხვაც  ნაციონალებიდან  არის პორტირებული''.  – ამის შესახებ კახა მიქაიამ  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
იმის   დასადასტურებლად, რომ „ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია ნამდვილად იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მან  დღეს დამატებით წარმოადგინა ჟურნალ „ზუგდიდელების“ 2006 წლის ნომერი. გამოცემის მეექვსე გვერდზე დაბეჭდილია ლაშა გოგიას, როგორც მაშინდელი ახლადარჩეული საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ინტერვიუ სახელწოდებით – „ლაშა გოგია: თუ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობ, პოლიტიკას ვერ ასცდები“. ამ ინტერვიუში ლაშა გოგია   აცხადებს, რომ ,, 2004 წლიდან ენმ-ის წევრია  და მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რასაც პრეზიდენტი და ხელისუფლება ახორციელებს.''
 
 
ბრიფინგი მოეწყო ლაშა გოგიას საპასუხოდ, რომელმაც უარყო  კახა მიქაიას მიერ წინამორბედ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება და არგუმენტებად წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრობის დამადასტურებელი პარტიული მანდატის  ნამდვილობა და კახა  მიქაიას განცხადებას აბსურდული  უწოდა. მისი თქმით, ადრე  არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა რომელიც აყალბებს საკუთარ წარსულს, რადგან ესირცხვილება იგი, მისი ადგილი მომავალში არ არის“, – განაცხადა კახა მიქაიამ.
 
,,ნაციონალურ მოძრაობის'' ადგილობრივ ოფისში  აცხადებენ , რომ  ზუგდიდის ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წევრთა  უმრავლესობა  ნაციონალური მოძრაობისგან გამიჯნული და ქართულ ოცნებაში გადასული ადამიანებისგან შედგება, თუმცა მათგან არავის, მათ შორის ლაშა გოგიასაც/  პარტიისთვის არ მიუმართავს წევრობის შეჩერების ოფიციალური მოთხოვნით და  კანონისა და წესდების შესაბამისად დღემდე პარტიაში ირიცხება.
 
,,ნაციონალურ მოძრაობაში'' აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭო აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას მათი პარტიიდან გარიცხვის შესახებ.

 

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....