მთავარისიახლეებირუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს, მაგრამ უნდა გამკაცრდეს - ზელენსკი

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს, მაგრამ უნდა გამკაცრდეს – ზელენსკი

Published on

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს, მაგრამ უნდა გაძლიერდეს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“სანქციები ნამდვილად მუშაობს და რუსეთს ნამდვილად ეშინია სანქციების. სანქციებს ისინი კომფორტის ზონიდან გამოჰყავს. ეს ანგრევს მათ ეკონომიკას. მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ როგორ მუშაობს სანქციები. ჩვენ ვაჩვენებთ და ვეუბნებით შეერთებულ შტატებსა და ევროპელ ლიდერებს, ყველამ ერთად და სწრაფად უნდა იმუშაოს. მათ უნდა ჰქონდეთ გავლენა ოლიგარქებზე, რუსეთის პრეზიდენტსა და ყველა პარტიაზე და ზოგადად ქვეყანაზე. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს ამაზე მუშაობა, თუ აშშ-ს სურს წარმატებული მოლაპარაკებების წარმოება”, – თქვა ზელენსკიმ.

ინტერვიუს დროს ზელენსკიმ უპასუხა რუსეთის ბრალდებებს, რომ უკრაინამ პარასკევს რუსეთის ტერიტორიაზე ბელგოროდში, საწვავის საცავზე იერიში მიიტანა.

“არის რაღაცები, რასაც მხოლოდ უკრაინის სამხედრო შეიარაღებულ ძალებს ვუზიარებ და მათ ვესაუბრები. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, ისინი აყენებდნენ თავიანთ სასროლ სისტემებს და თვითონ ისროდნენ რაკეტებს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ, ასევე, თქვა, რომ არ აპირებს უკრაინის ტერიტორიით ვაჭრობას რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ: “ჩვენ არ ვაჭრობთ ჩვენი ტერიტორიით. ასე რომ, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი განხილვის მიღმაა”.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...